– დამკვეთის მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტების შემოწმება სისრულეზე და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე:
– კონსულტაცია პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგებასთან და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
– პირველადი დოკუმენტების ასახვა შემსრულებლის საბუღალტრო პროგრამაში;
– საგადასახადო ყოველთვიური, კვარტალური და წლიური დეკლარაციების და ფორმების მომზადება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
– დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის ინფორმირება;
– ურთიერთობა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
– კამერალური და გეგმიური საგადასახადო აუდიტის (რევიზიის) პერიოდში დამკვეთის ინტერესების დაცვა და აუდიტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება/წარდგენა;
– დამკვეთის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე საბუღალტრო/საგადასახადო საკითხებში;
– საბუღალტრო პროგრამის სტანდარტული ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების მიწოდება;
– სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის, საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
– დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა, სალაროს და ბანკის ანგარიშების აღრიცხვა.
– ასევე დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ფინანსური ანგარიშგების მომზადება-წარდგენაც. მათ შორის ბანკებისთვის (კრედიტის დამტკიცება/მონიტორინგისთვის საჭირო) სპეციფიკური ფინანსური ანგარიშგების მომზადება/წარდგენა;